ხაშურში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

542

N8 საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა შენდება. ეს და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში, 538 965 ლარი ჯდება.

მინის ტარის დასახლებაში ამჟამად არსებულ საბავშვო ბაღში მხოლოდ ორი ჯგუფია, ახალ საბავშვო ბაღს კი ჯგუფები დაემატება და სააღმზრდელო დაწესებულება 100-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. თანამედროვე სტანდარტებით აგებული შენობა-ნაგებობა ბავშვების აღზრდა-განათლებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საბავშვო ბაღში გაიზრდება მოსამსახურე პერსონალის რიცხვიც. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ცხეთიჯვარში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670 მეტრიანი მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება. ბეტონის გზით ცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება, 264 380 ლარს შეადგენს”,-აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.