ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში ისევ ცვლილებები იგეგმება

714

წინა სტატია

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევა. ცვლილებები, რომელსაც საკრებულო ბიუროზე განიხილავს, დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე ხვალ გავა. არსებული მონაცემებით, ბიუჯეტში 379,600 ლარის ცვლილება შევა. ინფორმაციას გამოცემა “ნიუპრესი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დასრულებული პროექტების საბოლოო ანგარიშსწორების პროგრამაზე 311,000 ლარი გამოიყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობაზე 68,600 ლარი გამოიყოფა.

ასევე გარეგანათებას 38,600 ლარი დაემატება.

“ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტში ცვლილებებს წლის დასაწყისში აანონსებდა, რის მიზეზადაც ბიუჯეტის დაჩქარებულად მიღება მიაჩნდათ.

შეგახსნებთ, ქუთაისის მერიის 54 მილიონიან ბიუჯეტში პირველი ცვლილება იანვარში შევიდა, ბიუჯეტს რეგფონდიდან გამოყოფილი 8 მილიონი დაემატა და ამჟამად 62 მილიონია.