თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში არის სხვადასხვა ადგილი, სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელია, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მან რაიონების გამგებლებს შუქნიშნების მოსაწყობად და ზებრა ხაზებისთვის ადგილების განსაზღვრა დაავალა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
“დღეის მდგომარეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე გამგებლებს უნდა დაგავალოთ, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულოა, რომ „გადასასვლელ ზებრებზე“ დავაყენოთ ღამის განათებები, ლედ განათებები, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია”, – განაცხადა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.