გორის მუნიციპალიტეტის მერია 34 ობიექტის გაყიდვას აპირებს

1407

გორის მუნიციპალიტეტის მერია 34 ობიექტის გაყიდვას აპირებს. საპრივატიზაციო ფართების ნუსხა მერიამ საკრებულოს უკვე წარუდგინა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

„გორის მუნიციალიტეტის მერს არ აქვს დაგეგმილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყეება. ხოლო ამ ტერიტორიების პრივატიზების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამიად“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც საკრებულოს წევრები კენჭს მარტში უყრიან.

განკარგულებას თან ერთვის  პრივატიზაციის გეგმა – 34 ობიექტიდან, 28 – ქალაქში, ხოლო 6 სოფლებში მდებარეობს. განსაზღვრულია თითოეული მათგანის საწყისი ღირებულებაც.