ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შენობა აშენდება

1044

ასპინძაში, ახალი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება, რისთვსაც დაახლოებით 240 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ასპინძის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მიწის იმ ნაკვეთს იკვლევენ, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ძველი საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული.

გეოლოგიური დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყდება როდის გამოცხადდება ტენდერი. მშენებლობა წელს დაიწყება და დასრულდება. აღნიშნული თანხით მხოლოდ შენობა აშენდება და გარემონტდება.