შპს "კეთილმოწყობის სამსახურმა" ახალციხეში ქუჩების მორეცხვა დაიწყო. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს მიხედვით, უკვე გაირეცხა და მოწესრიგდა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
"ამ ეტაპზე, გადარეცხვითი სამუშაოები ზარზმელის, ასპინძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბაგინაშვილის თქმით, ქუჩების მოწესრიგება გაგრძელდება და ახალციხის ქუჩები მთლიანად გაიწმინდება მტვრისგან, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას",-აცხადებენ ახალციხის მერიაში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესის განსაზღვრაზე მუშობს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ამ საკითხის განხილვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე 2 მარტს, 12:00 საათზე განახლდება.
ბათუმი-ახალციხის 37-ე კილომეტრზე ცენტრალური მაგისტრალის (ქედის შესასვლელში) გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე, გზის სივიწროვის გამო, საფრთხე ექმნებოდათ როგორც ავტომობილების მძღოლებს, ასევე ქვეითებს. ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს.
პროექტს სახელწოდებით – ,,შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 37+200 კმ-ზე (დაბა ქედის შესასვლელი), დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენითი და გზის გაფართოებითი სამუშაოები“, ქედის თვითმმართველობის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური...
წინა სტატია
1 მარტს, ღამის 02:30 საათზე, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ მერიის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხზე საკრებულო ერთ კვირაში იმსჯელებს.
ჩაჩანიძე ამბობს, რომ საკრებულოს 28 თებერვლის სხდომაზე აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა, საკითხი ჩავარდა. რაც შეეხება ამავე დღის ბოლოს გამართულ მეორე სხდომას, რომელსაც ჩაჩანიძე აღარ ესწრებოდა და რომელზეც აღნიშნული საკითხი 16 ხმით გავიდა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით,...
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 1 მარტს, ღამის 01:48 საათზე, სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს არ აწერს, დილიდან ბორჯომში მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყება.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, 28 თებერვალს საკრებულოს დეპუტატებმა სდომაზე 29 საკითხს დაუჭირეს მხარი, მათ შორის იყვნენ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებიც, მაგრამ, მიუხედავად...
წინა სტატია
ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, სადაც საკრებულო და მერიაა განთავსებული, ვითარება ამ დრომდე არ განმუხტულა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიცია, მერიის თანამშრომლები, პოლიცია, გუბერნატორი, ოპოზიციის პარტიული აქტივი - ყველა შენობაში, ან მის მიმდებარედ იმყოფება.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, უკვე რამდენიმე საათია, თავისი კაბინეტიდან არ გამოდის; ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე მერის კაბინეტში არიან; ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია...
წინა სტატია
ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საკრებულოს შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის განმეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს.
უწყების ცნობით, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო.
"მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის...
"თბილისის მერმა ძაღლი მიიყვანა მერიაში და ქუთაისის მერმა კატა მაინც მოიყვანოს, ოღონდ გამოჩნდეს "-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია უკლებამ საკრებულოს სხდომაზე, რითაც საკრებულოს სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა გაპროტესტა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
მისი თქმით, ჭიღვარია არ ჩანს და ჩნდება კითხვები, ყავს თუ არა ქუთაისს მერი.
"სად არის გიორგი ჭიღვარია, სად იმალება, მოვიდეს და დავინახოთ ყავს თუ არა ქუთაისს მერი, თბილისის მერმა ძაღლი მიიყვანა...
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოს შენობაში მერიის თანამშრომლებსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ სერგო რატიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შენობაში, სადაც მერიის თანამშრომლები საკრებულოს ოქმს ელოდებიან, ცოტა ხნის წინ რატიანი მივიდა. მის გამოჩენას შენობაში ხმაური მოჰყვა. "კვერცხების პარტიამ დატოვოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობა" - სკანდირებენ მერიაში ნიკა მელიას და სერგო რატიანის მისამართით.
https://www.youtube.com/watch?v=Yrdes5xb75s&feature=youtu.be
სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტიას ლიკანში გასვლითი სამუშაო შევედრა ჰქონდა და რადგან...
წინა სტატია
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი ჩახერგილი ჰქონდათ, ფოიეში გადაინაცვლეს და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ საკრებულოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს არ ნახავენ. ამასთან, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ.
https://www.youtube.com/watch?v=fFSQ5Z_Ovvo&feature=youtu.be
ისინი ითხოვენ, რომ საკრებულომ დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება მერიაში დღესვე გააგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობას არ დატოვებენ.
საკრებულოს აპარატში კი...
1 მარტიდან ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად აქტიური მოქმედებები დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მათ ასევე იზრუნეს გარემოვაჭრეებისათვის ალტერნატიულ ფართზე, რომელსაც სამი თვით უფასოდ მიიღებენ.
„ჯერ კიდევ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი მოსახლეობას მოვაწესრიგებდით ამ პრობლემას, რომელიც ქალაქს აწუხებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ადმინისტრაციული სამსახურის საშუალებით, გავაფრთხილეთ გარემოვაჭრეები, რომ პირველი...
წინა სტატია
დღეს, 28 თებერვალს, საღამოს, დაძაბული დღის ბოლოს, ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა გამართა და გაზრდილი სახელფასო ოდენობები დაამტკიცა.
საკრებულოს სხდომის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბორჯომის თვითმმართველობის შენობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატებისა და მერიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელიც კაბინეტშია გამოკეტილი (რადგან შესასვლელი სავარძლებითაა ჩახერგილი), მისი თანაგუნდელები გიორგი გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ კიკნაძე...
გორის მერმა საკუთარი საქმიანობის შესახებ სარეკლამო მასალების მომზადება შეუკვეთა. შესაბამისი ხელშეკრულება სხვადასხვა ონლაინგამოცემებთან უკვე გაფორმებულია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გორის მერმა კოტე თავზარაშვილი მთელი წლის განმავლობაში სარეკლამო სტატიებში 4 476 ლარს გადაიხდის.
გასულ წელს, ასეთი ტიპის მომსახურება ქარელისა და ხაშურის მერმა შეისყიდეს. მაგალითად, ხაშურის მერიამ 4 400 ლარი, ხოლო ქარელის მერმა - 2200 ლარი გადაიხადა.
გამოცემის ცნობით, სარეკლამო...
წინა სტატია
ბორჯომის მერიის თანამშრომლები და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელია ბორჯომში მას შემდეგ ჩავიდა, რაც საკრებულოს სხდომა კვლავ ჩაიშალა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
https://www.youtube.com/watch?v=3FrfYK-FESY&feature=youtu.be
ბორჯომის მერიის თანამშრომლები საკრებულოს საბოტაჟში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას. მელიასა და მერიის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბორჯომის მერის წარმომადგენელმა ბაკურიანში, გოჩა გობრონიძემ თქვა, რომ მას...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას იწყებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბჭოები მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ადვოკატირებისთვის, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამოქალაქო კამპანიების საწარმოებლად იქმნება.
საპილოტე ეტაპზე პროექტი განხორციელდება აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ შემდეგ გვერდს. განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 9 მარტია.
ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები აქვთ დადგენილი. წინა მოწვევის საკრებულოების მიერ მიღებული ორივე სამართლებრივი აქტი დღემდე მოქმედია. ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.
ხულოს საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ.
ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებით კი იგივე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































