საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოებს ქმნის

1451

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას იწყებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბჭოები მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ადვოკატირებისთვის, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამოქალაქო კამპანიების საწარმოებლად იქმნება.

საპილოტე ეტაპზე პროექტი განხორციელდება აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ შემდეგ გვერდს. განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 9 მარტია.