ბორჯომის საკრებულოს შენობაში კვლავ ხმაურია – მერიის თანამშრომლები სერგო რატიანს დაუპირისპირდნენ

798

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს შენობაში მერიის თანამშრომლებსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სერგო რატიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შენობაში, სადაც მერიის თანამშრომლები საკრებულოს ოქმს ელოდებიან, ცოტა ხნის წინ რატიანი მივიდა. მის გამოჩენას შენობაში ხმაური მოჰყვა. “კვერცხების პარტიამ დატოვოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობა” – სკანდირებენ მერიაში ნიკა მელიას და სერგო რატიანის მისამართით.

სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტიას ლიკანში გასვლითი სამუშაო შევედრა ჰქონდა და რადგან ბორჯომში ასეთი ვითარებაა, მისვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ახლა ბორჯომში უნდა იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების წევრებიც.

ამ დროისთვის მერიის შენობაში ისევ ჩაკეტილია სავარძლებით შესასვლელი – მერიის თანამშრომლები ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და სხდომის ოქმს, იმის დასტურად, რომ ხელფასების საკითხი დადებითად გადაწყდა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, საკრებულოს აპარატში სხდომის ოქმს ადგენენ.