კომპანია "აგროპლანი" კახეთში 400 ჰექტარზე ბროწეულის პლანტაციიის გაშენებას გეგმავს. ამ ეტაპზე ბიზნესგეგმის დამუშავება მიმდინარეობს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში ბროწეულის მასობრივ წარმოებას კლიმატის გათვალისწინებით კარგი პერსპექტივა აქვს. "აგროპლანი" ნერგების შემოტანას ირანიდან და აშშ-დან გეგმავს.
"რამდენიმე ჯიშის ნერგს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი ეტაპობრივად დამწიფდეს. პლანტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით და რწყვის სისტემით გაშენდება, რის გამოც ერთ ჰექტარზე ინვესტიცია დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი იქნება....
კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერა.
არჩილ ბუკიამ და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს, სადაც მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავ სისტემას. პროექტის ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან; კეთდება ხიდები, წყალაღების კვანძები და რემონტდება...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას city.kvira.ge ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს.
გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია მოიცავს არსებული...
ქობულეთში ზღვის სანაპიროზე მიმდინარე ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობის პროცესი ტურისტულ სეზონზე შეჩერდება. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით სამუშაოები იმ მიზეზით შეწყდება, რომ საკურორტო ზოლში სამშენებლო პროცესებმა ტურისტული სეზონი არ შეაფერხოს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ნათია თხილაიშვილი ირწმუნება, რომ სანაპიროს ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს გასუფთავდება, მოეწყობა პლაჟზე გადასასვლელები და ჯებირების მშენებლობა სეზონის შემდეგ გაგრძელდება. ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და...
თელავის საკრებულოს წევრებმა, სოფელ იყალთოში 2017 წლის 18 აგვისტოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც მეტროსთან ჯიხურების განთავსება იკრძალება. იყალთოში მეტრო არ არის. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ეს დადგენილება დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. დადგენილებაში წერია, რომ განაშენიანებასთან დაკავშირებით ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება: ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე, მათ შორის აეროპორტებზე (არცერთი არ არის იყალთოში).
მომხდარი ცნობილია საკრებულოს ახალი თავმჯდომარისთვის. არჩილ თხლაშიძემ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო...
იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორის თანამდებობაზე, შესაძლოა, მხარის ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს. ამის შესახებ kutaisipost.ge წერს.
იმერეთის მოქმედი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ვანისა და ხონის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს.
გრიგოლ დალაქიშვილი გამოცემასთან მის შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას უარყოფს.
გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად 2017 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე პაატა ნადირაძე შეცვალა, რომელიც ამჟამად ჭიათურის მერი გახლავთ. სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლამდე 2...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი ა(ა)იპის რეორგანიზაცია იგეგმება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ნანა ჭაბუკაძის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად ორი ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება, რომელშიც დღეს არსებული ა(ა)იპ-ები გაერთიანდება.
„იგეგმება „ცერული 1“ და ველისციხის თეატრის გაერთიანება გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან, ხოლო სპორტკომპლექსს შეუერთდება საფეხბურთო კლუბი „ალაზნი“. რეორგანიზაციის მიზანია ოპტიმიზაცია და უფრო ეფექტური მართვა. ეს პროცესი დაწყებულად ითვლება საკრებულოს...
წინა სტატია
ბაკურიანში, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობასთან, ხმაური იყო. შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც ბაკურიანში მერის წარმომადგენელს მოსთხოვეს, უარი თქვას ხელფასის გაორმაგებაზე. ამის შესახებ IPN-ი ავრცელებს.
„ხელი აიღეთ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასის გაორმაგებაზე. ერთადერთი ეგ მინდა. თქვი ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებს. ბიუჯეტს გაეშვი“, - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაკურიანის გამგებელს.
„მე საქართველოს გულისთვის სისხლი გამიღია, ნაძირალა“, -...
წინა სტატია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ რამდენჯერმე უკვე გაიმართა. კერძოდ, უწყება „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას ეხმიანება.
უწყების ცნობით, გასულ წლებში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მესტიაში რამდენჯერმე გაიმართა, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო. მესტიის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებისთვის საჯარო იყო ასევე ის თარიღი, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო.
მერიაში ამბობენ, რომ გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური საჯარო განხილვებისა,...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მერის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს დაბაში საკუთარი სასტუმრო და ბიზნესი აქვს, ამიტომ მას არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს ხელფასის მომატებას სთხოვდეს. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, ბაკურიანში კოსტავას N62–ში მდებარე იმ სასტუმროში მივიდა, რომელიც მისივე განცხადებით გობრონიძეს ეკუთვნის. თუმცა, შენობა დაკეტილი დახვდა. აქედან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გობრონიძეს ბაკურიანში, საკუთარ...
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობა დაამტკიცა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის წაკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი, ასევე, მცხეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები - ბექა ხალიბეგაშვილი და სალომე ღონღაძე იქნებიან. შემცვლელ წევრებად კი ხაშურის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატები - ანა ხარებავა, ოთარ ლორთქიფანიძე და...
იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთი იმერეთში, კოპიტნარის აეროპორტის...
სივრცითი განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სამთავრობო გეგმის და დღეს ვამტკიცებთ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება.
„ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, დღეს უკვე პრაქტიკულად ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს. გარდა...
წინა სტატია
5 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს მესამედ მიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც უკვე მესამე თვეა საკრებულოსგან უშედეგოდ ითხოვენ, ხელფასები არ იზრდება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
„ახალი საშტატო ნუსხის შემთხვევაში დანამატი და პრემიები აღარ იქნება. ყველაფერი ერთიანად ხელფასებში გაიწერება“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.
გასულ...
წინა სტატია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა - ოფიციალურად ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში 17 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფუნქციონირებს. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
„ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ ხელმძღვანელად მერმა საკუთარი კადრი - თენგიზ ქუტიძე დანიშნა; „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრ. კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლის“ ხელმძღვანელად ლელა შარაშენიძე დატოვეს; ცვლილება არ შეხებია „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას“, რომელსაც ისევ გოგა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს.
უცვლელია „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის“ და „ქალაქ ოზურგეთის...
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე წარმომადგენლობითი ორგანო დღეს იმსჯელებს.
განხილვის შემდეგ მას სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდება.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე 28 თებერვალს დააკავეს.
გარდა ამ საკითხისა, სხდომაზე დეპუტატები 25 სხვა საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ბიბლიოთეკების საკითხიცაა. დეპუტატებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































