ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა – ოფიციალურად ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში 17 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფუნქციონირებს. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.
„ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ ხელმძღვანელად მერმა საკუთარი კადრი – თენგიზ ქუტიძე დანიშნა; „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრ. კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლის“ ხელმძღვანელად ლელა შარაშენიძე დატოვეს; ცვლილება არ შეხებია „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას“, რომელსაც ისევ გოგა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს.
უცვლელია „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის“ და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – სურათების გალერეის“ ხელმძღვანელები – ამ თანამდებობებზე ისევ კახა ვასაძე და ავთანდილ თავართქილაძე დაინიშნენ; ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საფეხბურთო კლუბი „მერცხალს“ – ეს თანამდებობა მურთაზ აბაშიძემდაიკავა.
ასევე, ახალი კადრია დანიშნული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორად – ეს თანამდებობა კონსტანტინე შარაშენიძემ მაკა ჭყონიას ჩააბარა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქორეოგრაფიული ანსამბლ „გურიას“ ისევ ნათია დუნდუა უხელმძღვანელებს; „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრს“ – ლაშა კუტალაძე;„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკას“ – ლიკა ბაქანიძე.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია ქუტიძეა დანიშნული; შპს „ტექნოსერვისის“ – დავით რუსიეშვილი; შპს „სატისის“ ხელმძღვანელი დავით ცერცვაძეა; შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის“ – ამბაკო გოგოტიშვილი; ხოლო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლის“ ხელმძღვანელად – ქეთევან ლორთქიფანიძე.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას“ – ეს თანამდებობა შარაშენიძეს ჯერ არავისთვის ჩაუბარება.
ცნობილია კიდევ ერთი ახალი ა(ა)იპ და მისი ახალი ხელმძღვანელი – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორად თამარ ნადირაძეა დანიშნული.