თელავის საკრებულომ იყალთოში „მეტროსთან“ ჯიხურების განთავსება აკრძალა

594

თელავის საკრებულოს წევრებმა, სოფელ იყალთოში 2017 წლის 18 აგვისტოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც მეტროსთან ჯიხურების განთავსება იკრძალება. იყალთოში მეტრო არ არის. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ეს დადგენილება დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. დადგენილებაში წერია, რომ განაშენიანებასთან დაკავშირებით ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება: ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე, მათ შორის აეროპორტებზე (არცერთი არ არის იყალთოში).

მომხდარი ცნობილია საკრებულოს ახალი თავმჯდომარისთვის. არჩილ თხლაშიძემ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და ამბობს, რომ დადგენილებაში ცვლილებებს შეიტანენ. ოპოზიცია კი დეპუტატებს დადგენილების მიღებამდე ან ხმის მიცემამდე ჯერ მის წაკითხვას ურჩევს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები აქვთ დადგენილი.