ქობულეთში ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა ტურისტულ სეზონზე შეჩერდება

743

ქობულეთში ზღვის სანაპიროზე მიმდინარე ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობის პროცესი ტურისტულ სეზონზე შეჩერდება. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით სამუშაოები იმ მიზეზით  შეწყდება, რომ საკურორტო ზოლში სამშენებლო პროცესებმა ტურისტული სეზონი არ შეაფერხოს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ნათია თხილაიშვილი ირწმუნება, რომ სანაპიროს ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს  გასუფთავდება, მოეწყობა პლაჟზე გადასასვლელები და ჯებირების მშენებლობა სეზონის შემდეგ გაგრძელდება. ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2 კმ-მდე ჯებირი უნდა გაკეთდეს, სამუშაოებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.