გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი ა(ა)იპის რეორგანიზაცია იგეგმება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ნანა ჭაბუკაძის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად ორი ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება, რომელშიც დღეს არსებული ა(ა)იპ-ები გაერთიანდება.
„იგეგმება „ცერული 1“ და ველისციხის თეატრის გაერთიანება გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან, ხოლო სპორტკომპლექსს შეუერთდება საფეხბურთო კლუბი „ალაზნი“. რეორგანიზაციის მიზანია ოპტიმიზაცია და უფრო ეფექტური მართვა. ეს პროცესი დაწყებულად ითვლება საკრებულოს განკარგულების ძალაში შესვლისთანავე და, სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ დასრულდება. ამას, რა თქმა უნდა, თან სდევს შტატების შემცირება, რომლის შესახებაც ხელმძღვანელობა და თნამშრომლები წინასწარ იქნებიან გაფრთხილებული”, – თქვა ნანა ჭაბუკაძემ.