გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ნიქოზში უკვე ერთი წელია, რაც ბიბლიოთეკა მოქმედებს, სადაც სოფლის მოზარდები წიგნებს კითხულობენ, ფილმებს უყრებ და მოწვეულ სტუმრებთან სხვადასხვა საკითხს განხილავენ.
როგორც გამოცემა "ნეტგაზეთს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსწავლემ ქეთი თედეევმა უთხრა, ბიბლიოთეკაში ინტერნეტი და გათბობა არ არის. ახალგაზრდები ასევე ამბობენ, რომ მათ სკოლაში იყო ბიბლიოთეკა, თუმცა ძველი წიგნებით, რომლებიც ახალგაზრდებს არ აინტერესებთ.
თავშეყრის ადგილი გვქონდა – სკოლა, მაგრამ იქ მთელი...
მინდა, საქართველოს პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც სამხარეო თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტების დაშლას და საზოგადოებრივი საბჭოების აბსოლუტურად არასწორი ფორმით ამოქმედებას შეეხებოდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შეთანხმებულია თუ არა თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია საპატრიარქოსთან, რათა...
კანდელაკის ქუჩაზე, სითი-პარკის სათაო ოფისთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით ისინი აპროტესტებენ “სითი პარკის“ “არსებობას, მაღალ ჯარიმებს, მანქანების გატაცების ფაქტებს“. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციაზეა დავით ოქიტაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ “სითი-პარკის“ ჯარიმებს პროტესტის ნიშნად არ იხდის. ოქიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია მომღერალი თამარ ივერი. მისი თქმით, კომპანიამ მისი კუთვნილი მანქანაც გაუფრთხილებლად გადაიყვანა საჯარიმოზე. “ბანკში ვიყავი...
„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს. შტატგარეშედ დარჩენილ ზოგიერთ თანამშრომელთან ადმინისტრაცია შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილთან კი მოგვიწევს დამშვიდობება“ - ამბობენ "ბათუმის ბულვარში". ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს.
უწყებაში რეორგანიზაცია ამ წლის თებერვალში დაიწყო, შედეგად თანამშრომლები თვეზე მეტია მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობენ. ახალი სტრუქტურისა და შტატების დამტკიცებისთვის საჭირო იყო ბულვარის ახალი დებულების დამტკიცება. დებულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ...
წინა სტატია
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურისის მესამე ეტაპი, გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომისიამ, 21 პოზიციაზე თანამშრომელი, 92 კონკურსანტიდან უნდა შეარჩიოს. გასაუბრება 7 მარტს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
92 კონკურსანტიდან 50–მა საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება უკვე გაიარა, დარჩენილი 42 კონკურსანტი კი დღეს გადის. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კონკურსის შედეგები სავარაუდოდ ორშაბათს, 12 მარტს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ერთ-ერთ ქუჩას იაკობ გოგებაშვილის სახელი დაერქმევა, - ეს გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ "რადიო მოზაიკა" წერს.
ამ ქუჩის სახელდების შესახებ წერილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში 2017 წლის 29 მარტს შევიდა. გამგებელი სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლებაში) არსებული უსახელო ქუჩის სახელდებას მოითხოვდა.
ყოფილი გამგებლის ინიციატივას საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.
გორის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ნაგვის ურნები ამ დრომდე არ შეუტანიათ. ინფორმაცია გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაადასტურა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გივი კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 900 ურნის შეძენას ფიქრობენ: "თავდაპირველად 450 ცალის ყიდვას ვაპირებთ. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარჩენილ რაოდენობას კი, წლის ბოლომდე შევიძენთ", - განმარტა კობახიძემ.
საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ობიექტების შესყიდვისას პირველადი შესატანი საგარანტიო თანხა 30 % ხდება. დადგენილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობამ ოპოზიციის შენიშვნების მიუხედავად, მაინც დაამტკიცა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
ფრაქცია ,,ევროპული შენების“ წარმომადგენელმა ბადრი ნანეტაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ საერთო თანხის, წინასწარ შესატანი 30% ზედმეტად ბევრია და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 10%-მდე დაეწიათ.
თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობამ შენიშვნა არ გაითვალისწინა და საკითხს მხარი დაუჭირა. სხდომას...
წინა სტატია
ხულოს საკრებულომ, არარსებულ ობიექტებზე დაწესებული მოსაკრებელი ერთი წლის შემდეგ გააუქმა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს, 2017 წლის 26 იანვრის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის დასუფთავების მოსაკრებელს, ამ დრომდე იხდიდა. დადგენილების მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი იყო განსაზღვრული.
არარსებული ობიექტების დასუფთავებისთვის გადასახადი, წინა მოწვევის დეპუტატებმა დააწესეს. ახალი მოწვევის...
აჭარის მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"2018 წლის 5 მარტს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაში ცვლილება, რომლის შესახებაც გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული საბჭო არ წარმოადგენს საბოლოო შემადგენლობას, იგი გარდამავალ ეტაპზე არსებული რესურსითაა შექმნილი და ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებაა. საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე დარგის სპეციალისტის მოძიება...
„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისის მერს კახა კალაძეს, პროგრამის „შენი იდეა მერს" ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთ რეკომენდაციას სთავაზობს.მენაშენეების მოსაზრებით, კიდევ ერთი გამოსავალი პარკინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად უქმად არსებული პარკინგების მომგებიანად გამოყენებაა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
მენაშენეთა ასოციაციის რეკომენდაციაში წერია:
"რეკომენდაცია #8 - გადაცვალე უქმად მდგომი პარკინგი მომგებიანი კომპანიის აქციებში გადაცვლას გულისხმობს.
წინა რეკომენდაციები ითვალისწინებდა პარკინგის საფასურის გაზრდას, რაც, მენაშენეების აზრით, დარგით კერძო ინვესტორებს დააინტერესებს....
თბილისის ცირკის შენობას, რომელიც 18 მილიონ დოლარად იყიდება, მყიდველი ისევ არ გამოუჩნდა. ობიექტის მფლობელი მზია პატარკაციშვილი ამბობს, რომ ისთვის უცნობია, შენობის ყიდვის სურვილი ვინმემ გამოთქვა თუ არა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
თბილისის ცირკის შენობა 2017 წლის ოქტომბრიდან იყიდება. აგენტი Colliers International Georgia-ა. კომპანიაში ამბობენ, რომ ვერ გაამხელენ ინფორმაციას მყიდველის არსებობის ან არაარსებობის შესახებ.
ამასთან, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, თბილისის ცირკის შენობა არის ისტორიული...
კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს ლეიბორისტული პარტიის რეგიონული ორგანიიზაციის ხელმძღანელი ნიკა ვარდოშვილი საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
ვარდოშვილი ამბობს, რომ საწვავისთვის გამოყოფილი თანხა - 80 000 ლარი გუბერნატორის მიერ გაწეული საქმიანობისთვის შეუსაბამოა.
"სამხარეო ადმინისტრაციის ტენდერს რომ გადახედოთ, ვერ გაარჩევთ ეს კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობ მაგნატი. იმიტომ რომ გუბერნიამ შეისყიდა 80 ათასი ლარის საწვავი, რაც 40 ათასი ლიტრია. ამ საწვავით კახეთში ადამიანები უამრავ...
გორის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გორის მერიის მაქანების მრეცხავს სატელფონო ხარჯი აუნაზღაურდება. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
სატელეფონო მომსახურების ლიმიტები შემდეგნაირად დადგინდა: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ყოველ თვე 15 ლარს მიიღებს, მდივან-რეფერატი 10 ლარს, ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების მენეჯერი - 15 ლარს, ვიზიტორთა რეგისტრატორი 10 ლარს და ასევე მანქანების მრეცხავს სატელეფონო ხარჯები 10 ლარით აუნაზღაურდება.
საკრებულოს მიერ ამ განკარგულების დამტკიცებას, წინ მმართველი პარტიისა და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდი არ მუშაობს. Gori.gov.ge 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აღარ განახლებულა. რადიო მოზაიკის ცნობით, ხელმისაწვდომი არ არის არც ის ინფორმაცია, რაც ზინა მერის - ზურა ჯირკველიშვილის დროს გამოქვეყნდა.
მერიაში ამბობენ, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების გამო, ახალი ვებგვერდის შექმნა გახდა საჭირო, რისთვისაც ტექნიკური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ახლა მიმდინარეობს ვებგვერდზე მუშაობა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში უნდა ამუშავდეს. აქ აიტვირთება ყველა...
წინა სტატია
საკრებულომ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატებმა ასევე კონკურსის ძირითადი პირობები დაამტკიცეს. კომისიის მიერ შემუშავებული პირობების თანახმად,გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა (წითელი და ლურჯი ფერი);
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობას და გეოგრაფიული მდებარეობას;
გ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































