ნიქოზელი ახალგაზრდები ბიბლიოთეკისთვის ინტერნეტს და გათბობას ითხოვენ

945

გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ნიქოზში უკვე ერთი წელია, რაც ბიბლიოთეკა მოქმედებს, სადაც სოფლის მოზარდები წიგნებს კითხულობენ, ფილმებს უყრებ და მოწვეულ სტუმრებთან სხვადასხვა საკითხს განხილავენ.

როგორც გამოცემა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსწავლემ ქეთი თედეევმა უთხრა, ბიბლიოთეკაში ინტერნეტი და გათბობა არ არის. ახალგაზრდები ასევე ამბობენ, რომ მათ სკოლაში იყო ბიბლიოთეკა, თუმცა ძველი წიგნებით, რომლებიც ახალგაზრდებს არ აინტერესებთ.

თავშეყრის ადგილი გვქონდა – სკოლა, მაგრამ იქ მთელი სოფლის ბავშვები თავს ვერ შევიყრიდით, რადგან ზოგი ემზადებოდა საგნებზე, უამრავი ახალგაზრდა ქალაქში იყო გადასული, იქ სწავლობდა. თავშეყრის ადგილი არ გვქონდა ისეთი  სადაც დისკუსიებს გავმართავდით. გვინდოდა საკუთარი სივრცე”, – ამბობს თაკო ლაზარაშვილი.

ლაზარაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან სჭირდებათ პროექტორი, ასევე არ აქვთ ინტერნეტი.

ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივა ნიქოზელ ახალგაზრდებთან ერთად მარიამ დევიძეს ეკუთვნის, აქტივისტს, რომლმაც 2016 წელს ნიქოზში ადგილობრივი ბავშვების დახმარებით კვლევა ჩაატარა სოფლის საჭიროებების გასაგებად. 4 ყველაზე მწვავე საკითხად ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული სივრცის არქონა დასახელდა.