გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არ მუშაობს

718

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდი არ მუშაობს. Gori.gov.ge 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აღარ განახლებულა. რადიო მოზაიკის ცნობით, ხელმისაწვდომი არ არის არც ის ინფორმაცია, რაც ზინა მერის – ზურა ჯირკველიშვილის დროს გამოქვეყნდა.

მერიაში ამბობენ, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების გამო, ახალი ვებგვერდის შექმნა გახდა საჭირო, რისთვისაც ტექნიკური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ახლა მიმდინარეობს ვებგვერდზე მუშაობა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში უნდა ამუშავდეს. აქ აიტვირთება ყველა საჭირო ინფორმაცია მერიის მუშაობის შესახებ. საიტზე განთავსებული იქნება ყველა იმ პირის საკონტქაქტო ინფორმაცია, ვისაც მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს,“ – განმარტა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ხაჩიურმა.