ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურისის მესამე ეტაპი, გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომისიამ, 21 პოზიციაზე თანამშრომელი, 92 კონკურსანტიდან უნდა შეარჩიოს. გასაუბრება 7 მარტს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
92 კონკურსანტიდან 50–მა საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება უკვე გაიარა, დარჩენილი 42 კონკურსანტი კი დღეს გადის. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კონკურსის შედეგები სავარაუდოდ ორშაბათს, 12 მარტს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე სულ 151 განაცხადი შევიდა. დაბა ასპინძაში მერის წარმომადგენლის სახელფასო ანაზღაურება 700 ლარი იქნება, ხოლო სოფლებში წარმომადგენლებსაც და მათ ასისტენტებსაც სარგოები 650 ლარით განესაზღვრათ.
შერჩეულ თანამშრომლებს, რომლებიც 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.