კანდელაკის ქუჩაზე, სითი-პარკის სათაო ოფისთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით ისინი აპროტესტებენ “სითი პარკის“ “არსებობას, მაღალ ჯარიმებს, მანქანების გატაცების ფაქტებს“. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციაზეა დავით ოქიტაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ “სითი-პარკის“ ჯარიმებს პროტესტის ნიშნად არ იხდის. ოქიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია მომღერალი თამარ ივერი. მისი თქმით, კომპანიამ მისი კუთვნილი მანქანაც გაუფრთხილებლად გადაიყვანა საჯარიმოზე. “ბანკში ვიყავი დედას პენსიაზე შესული. ზუსტად 10 წუთი დამჭირდა ამისთვის. რომ გამოვედი ჩემი მანქანა აღარ იყო და არც ვიცოდი სად მომეძებნა, – აცხადებს ივერიელი.