გორის გერბის და დროშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

782

წინა სტატია

საკრებულომ გორის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

საკრებულოს დეპუტატებმა ასევე კონკურსის ძირითადი პირობები დაამტკიცეს. კომისიის მიერ შემუშავებული პირობების თანახმად,გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა (წითელი და ლურჯი ფერი);

ბ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობას და გეოგრაფიული მდებარეობას;

გ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი.

კონკურსში გამარჯვებული 700 ლარს მიიღებს