გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ერთ-ერთ ქუჩას იაკობ გოგებაშვილის სახელი დაერქმევა, – ეს გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” წერს.
ამ ქუჩის სახელდების შესახებ წერილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში 2017 წლის 29 მარტს შევიდა. გამგებელი სოფელ ვარიანში (მეურნეობის დასახლებაში) არსებული უსახელო ქუჩის სახელდებას მოითხოვდა.
ყოფილი გამგებლის ინიციატივას საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.