ქუთაისის მერიამ მერიის სატელეფონო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანია შეცვალა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ადგილობრივ ხელისუფლებას კომპანია "სილქნეტი" ემსახურებოდა, რაშიც მერიამ წლის განმავლობაში 30 000 ლარი გადაიხადა. მიმდინარე წელს კი მერიის სატელეფონო კავშირს კომპანია "დატაკომი" უზრუნველყოფს. აღნიშნული კომპანიის მომსახურება ქალაქის ბიუჯეტს 5 500 ლარი უჯდება. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობიდან, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო. სოფიო შევჩენკო თვითმმართველობას მობილობის წესის დარღვევას ედავება და პოზიციაზე აღდგენას ითხოვს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გათავისუფლებამდე, სოფიო შევჩენკო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტების დამუშავების საკითხებში მესამე რანგის მესამე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი იყო. იგი ფიქრობს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს, რადგან თვითმმართველობის რეორგანიზაციის შემდეგ, შტატი არ გაუქმებულა. მოპასუხე მხარის, ახალციხის...
ყვარლის ციხის კოშკის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ტენდერის ათდღიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ არცერთ კომპანიას მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს. ტენდერი სამ მარტს გამოცხადდა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ყვარლის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე მე-16-მე-18 საუკუნის ციხის, დაზიანებული კოშკის რეაბილიტაციისთვის 18 500 ლარი გამოყო, კოშკის აღდგენის პროექტი კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეათანხმა. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი. ყვარლის მერიაში ამბობენ, რომ უპირატესობა მიენიჭება...
2015-2017 წლებში სითი პარკის წინააღმდეგ თბილისის მერიის დავების საბჭოში 4820 საჩივარი, 2947 ჯარიმა, 17222 საურავი, 566 ევაკუაციაზე განაცხადი შევიდა. ამის შესახებ imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. სამართალდამცავ ორგანოებში 2015 წელს გადაიგზავნა 13 საჩივარი, 240 ჯარიმა, 2015 საურავი და 6 ევაკუაცია; 2016 წელს გადაიგზავნა - 25 საჩივარი, 0 ჯარიმა, 67 საურავი, 0 ევაკუაცია; 2017 წელს გადაიგზავნა - 11 საჩივარი, 37 ჯარიმა და...
2018 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია „სი-ტი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან აუქმებს. მერიის განმარტებით, კომპანიამ არ შეასრულა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის საპარკინგე ზოლების დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება და შშმ პირებისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობა. ქ. თბილისის მერიასა და „სი-ტი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ინტერესის საგანი. IDFI 2013 წელს...
ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს. მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოსაცდელს უკანა მხრიდან უნდა ჰქონოდა ღია სივრცე, რაც ეტლით მოსარგებლეს ტროტუარიდან მოსაცდელში შესვლას და იქ კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემდა. სამუშაოების...
სოციალურ ქსელში ისევ განიხილება მარნეულის ძველი ბიბლიოთეკის წიგნების მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თვითრეალიზაციის განვითარების უნივერსიტეტის“ წევრმა, ელვირ ჰასანოღლუმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ძველ ბიბლიოთეკაში არსებული 30 000 წიგნის ბედს განიხილავს. ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს. რადიოს ცნობით, ძველი ბიბლიოთეკის დანგრევისას ორგანიზაციას წიგნების ახალ ბიბლიოთეკაში განთავსებას დაჰპირდნენ, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ წიგნები ცუდ მდგომარეობაშია. „სამწუხაროდ წიგნები ტომრებში ჩაალაგეს და „კულტურის ცენტრის“ სარდაფში ჩაყარეს. მე...
ახალციხეში საბარგო სადგურზე ბორჯომის, აღმაშენებლის, აბასთუმანის, ჭონქაძეს, გიორგი ბრწყინვალესა და ტაბიძეს ქუჩები მოასფალტდება. თუმცა მანამდე აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა უნდა დასრულდეს. ექვსი ქუჩის მოასფალტებისთვის ტენდერი 1 474 746 ლარზე გამოცხადდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. საკანალიზაციო სისტემას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვი–აი–პი“ აკეთებს. კომპანიამ სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ხუთი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა, პროექტში...
საძელი – ახალციხის მიმართულებით მოძრავმა ‘მარშუტკამ’ ბოლო ‘რეისი’ ერთი წლის წინ შეასრულა. მას შემდეგ, ვისაც ქალაქში საქმე აქვს, ან მანქანიან თანასოფლელს დაეძებს, ან ქალაქამდე მიმავალ 5–კილომეტრიან გზას, ფეხით მიუყვება. ადგილობრივები მიკროავტობუსის დანიშვნას ითხოვენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „თუ რომელიმე თანასოფლელი არ მიდის ქალაქში, იძულებული ვართ ფეხით ჩავიდეთ, რომ ან წამალი ვიყიდოთ და ან სხვა საქმე გავაკეთოთ. ყველას კი არ გვყავს...
ზუგდიდში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანები, მარტოხელა დედები, სოციალური საცხოვრისის და უფასო სასადილოს ბენეფიციარები სხვადასხვა კვების პროდუქტს და სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ. ტენდერი შესყიდვაზე უკვე გამოცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია სულ 550 ბენეფიცირზე. მათ შორის უმწეოთა სასადილოს 250, 140 მრავალშვილიან, დედ-მამით ობოლ ათ ბენეფიციარზე, 12 ომის ვეტერანზე, 113 მარტოხელა...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ამბარნიშვილი 12 იანვრის დადგენილების გაუქმებას ითხოვს. მისი აზრით, აუცილებელი არ არის, რომ საკრებულოსთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოში მხოლოდ თანამდებობის პირები ერთიანდებოდნენ. ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ მუდმივმოქმედ წევრად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ლამარა შაყულაშვილის კანდიდატურაც შესაცვლელია. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. ოპოზიციონერის პრეტენზიებს საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან თამარ მურალოვა გამოეხმაურა. მურალოვა ადასტურებს, რომ გასული წლის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები...
წინა სტატია ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბიუჯეტს  15 000 ლარამდე ზარალი მიადგა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის უკვე შეკეთდა სახურავი. რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, მიმდინარე კვირაში დაიწყება. მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი 9 მარტს გაჩნდა. დაიწვა სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო კაბინეტი, ასევე დაზიანდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.
წინა სტატია ბორჯომის საკრებულოს მერიიდან ხელფასების ოდენობის განმსაზღვრელი დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, იგი დოკუმენტის მიღების შემდეგ გადაწყვეტს, მერიას განუხილველად დაუბრუნებს მას, თუ სხდომაზე გაიტანს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიიდან ხელფასების ოდენობისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი დოკუმენტი 12 მარტს უნდა მიეღო, თუმცა არ მიუღია. ვიდრე საკრებულო დოკუმენტს არ მიიღებს, ჩაჩანიძეს უჭირს თქმა, გაიტანს ამ საკითხს სხდომაზე განსახილველად...
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე, რომელიც თანამდებობიდან 2015 წლის 5 მარტს გადააყენეს, სასამართლომ 2016 წელს თანამდებობაზე აღადგინა და წარმომადგენლობით ორგანოს განაცდურის სახით 61.4 ათასი ლარის ანაზღაურება დაავალა. ამის პარალელურად, ადიგენის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე - იმედა მღებრიშვილი აირჩია, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2015 წელს 35 600 ლარი, 2016 წელს კი 33 400 ლარი აიღო. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს კი სასამართლოს მიერ კომპენსაცია 2017...
ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა" ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარე ფასადის განათების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს. ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის ფასადის განათება შიგა კომუნიკაციის დაზიანების გამო იყო გათიშული. ამ ეტაპზე შენობის ფასადის ერთი ზოლი აღდგენილია, ხოლო სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება. ოპერის თეატრის გარე გასადის განათებასთან ერთად, მიმდინარეობს ქუთაისის N1 საჯარო სკოლის შენობის გარე ფასადის განათების მოწესრიგებაც. ცნობისთვის, ააიპ "ქუთგანათების...
წინა სტატია კომპანია სიტი პარკისთვის მულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. კომპანიისთვის, ასევე მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ სითი პარკი არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არცერთი დავა დასრულებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ