2015-2017 წლებში სითი პარკის წინააღმდეგ თბილისის მერიის დავების საბჭოში 4820 საჩივარი, 2947 ჯარიმა, 17222 საურავი, 566 ევაკუაციაზე განაცხადი შევიდა. ამის შესახებ imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს.
სამართალდამცავ ორგანოებში 2015 წელს გადაიგზავნა 13 საჩივარი, 240 ჯარიმა, 2015 საურავი და 6 ევაკუაცია; 2016 წელს გადაიგზავნა – 25 საჩივარი, 0 ჯარიმა, 67 საურავი, 0 ევაკუაცია; 2017 წელს გადაიგზავნა – 11 საჩივარი, 37 ჯარიმა და 44 საურავი.
2015 წელს დავების საბჭოს მიერ განხილული 1099 საურავიდან, გაუქმდა 812, უცვლელად დარჩა 287. 2016 წელს განხილული 4453 საურავიდან გაუქმდა 3232 საურავი, უცვლელი დარჩა 1221. 2017 წელს განხილული 8662 საურავიდან გაუქმდა 4222, სითი პარკს დაუბრუნდა 986, უცვლელი დარჩა 3290 საურავი.
კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.