“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ამბარნიშვილი 12 იანვრის დადგენილების გაუქმებას ითხოვს. მისი აზრით, აუცილებელი არ არის, რომ საკრებულოსთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოში მხოლოდ თანამდებობის პირები ერთიანდებოდნენ. ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ მუდმივმოქმედ წევრად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ლამარა შაყულაშვილის კანდიდატურაც შესაცვლელია. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
ოპოზიციონერის პრეტენზიებს საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან თამარ მურალოვა გამოეხმაურა. მურალოვა ადასტურებს, რომ გასული წლის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები აღარ შესულა.
მესამე სექტორის ნდობით აღჭურვილი პირი არ გამორიცხავს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოსთან არსებული, გენდრული საბჭოს წევრობაზე ამ ეტაპზე უარი თქვას.
გენდერული საბჭოს წევრების შესახებ საუბარი გორის დემოკრატიის სკოლაში 10 მარტს გამართულ იმ შეხვედრაზეც წარიმართა, სადაც საუბარი ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას ეხობოდა. ვინ იქნებოდა საბჭოს წევრი სამოქალაქო სექტორიდან, ამაზე ფარული კენჭისყრა გასული წლის მაისში გაიმართა. ერთ-ერთი, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა, გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილია.
საკრებულოს სპეციალისტი გენდერულ საკითხებში ამბობს, რომ აღნიშნულ საბჭოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ქალთა საჭიროებების მიმართ მგრძნობელობის გაზრდაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ორგანიზაციების გადასაწყვეტია, ვინ გააგრძელებს ახალ საბჭოში მოღვაწეობას.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში 13 წევრიდან 3 ქალია.