ქუთაისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბიუჯეტს 15 000 ლარის ზარალი მიადგა

879

წინა სტატია

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბიუჯეტს  15 000 ლარამდე ზარალი მიადგა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის უკვე შეკეთდა სახურავი. რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, მიმდინარე კვირაში დაიწყება.

მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი 9 მარტს გაჩნდა. დაიწვა სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო კაბინეტი, ასევე დაზიანდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.