ზუგდიდში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანები, მარტოხელა დედები, სოციალური საცხოვრისის და უფასო სასადილოს ბენეფიციარები სხვადასხვა კვების პროდუქტს და სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ. ტენდერი შესყიდვაზე უკვე გამოცხადა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია სულ 550 ბენეფიცირზე. მათ შორის უმწეოთა სასადილოს 250, 140 მრავალშვილიან, დედ-მამით ობოლ ათ ბენეფიციარზე, 12 ომის ვეტერანზე, 113 მარტოხელა დედაზე, ათ ას წელს გადაცილებულ და სოციალური საცხოვრისის 15 ბენეფიციარზე.
სადღესასწაულო პასკები, კვერცხი, ფქვილი, საღებავი, ბურღულეული, ვაფლის ტორტი, ხორცის კონსერვი, გაყინული ქათამი ნახევრადფაბრიკატი, ლიმონათი, ბრინჯი, ზეთი, ეს ნაწილია პროდუქტების, რასაც ამ ოჯახებს სააღდგომოდ გადასცემენ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 990 ლარია.