ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში, მინისტადიონი მოეწყობა. ამისათვის გორის მერიამ 45 ათასი ლარი გამოყო. პროექტის მიხედვით, რომელიც შპს ,,გეომ" ჯერ კიდევ 2015 წელს შეადგინა, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ძველ სტადიონზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
განთავსდება როგორც ფეხბურთის კარები, ასევე, კალათბურთის ფარები. ასფალტ-ბეტონიანი მოედანი დაიხაზება და სტადიონი შემოიღობება. სამუშაოები 3 თვეზეა გაწერილი.
წინა სტატია
გორში არსებული 19 საბავშვო ბაღის გაერთიანების პროცესი დაიწყო. ამის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დადგენილების მიღების შემდეგ, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და აღმზრდელებმა გათავისუფლების თაობაზე განცხადებები დაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაღები შეერწყა ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს", რომელიც 2018 წლის 12 იანვარს დაფუძნდა.
,,გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების, კერძოდ სკოლამდელი აღზრდის საჯარო...
გორთან ახლოს, ქიმიური ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს. ვიდეო მოქალაქემ იმ დროს გადაიღო, როდესაც წვის პროცესი მიმდინარეობდა. ნარჩენები სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს, ჯერ დაწვეს და შემდეგ მიწა მიაყარეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?v=N66ksW2Oxpc&feature=youtu.be
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ღია სივრცეში ნარჩენების წვა აკრძალულია. აკრძალულია ასევე ფოთლების წვაც. მაგალითად, 2017 წელს, ფოთლების წვის გამო, 200-მდე ადამიანია დაჯარიმებული.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა რეზინის...
გორის საკრებულოს წევრები დღეს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დირექტორს თამარ აფციაურს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქალაქ გორში მიუსაფარი ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის შემთხვევებს და მისი აღმოფხვრის მიზნით, თავშესაფრის თანამშრომლების მხრიდან გაწეულ მუშაობას. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი საკრებულოში, მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ თავშესაფრის მუშაობით მას შემდეგ იქნება კმაყოფილი, როდესაც მოსახლეობა იქნება კმაყოფილი: "ქალბატონმა თამარმა წარმოადგინა თავისი შეხედულებები, ისაუბრა იმ...
წინა სტატია
2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შტატგარეშე მოსამსახურეებზე 151 ათასი ლარის ოდენობით ხელფასი და 12 ათასი ლარის ოდენობით პრემია გასცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს თანხა მუნიციპალიტეტმა არარაციონალურად და კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ დახარჯა.
როგორც ირკვევა, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 10-12 შტატგარეშე მოსამსახურე იყო დასაქმებული.
ხელშეკრულებების შესწავლით ირკვევა, რომ, გარდა მომსახურების დასახელებისა, ხელშეკრულებების ნაწილი არ შეიცავს დროში განსაზღვრულ რაიმე...
ქუთაისში გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორის "სმკ"-ს წარმომადგენლებს მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, 2 წლის წინ შეიცვლა წყლის მილები, ახლა კი ახალი თურქული კომპანია გზის საფარს აზიანებს და ისევ მილების შეცვლს აპირებს.
მოსახლეობა შიშობს, რომ სხვა ქუჩების მსგავსად, "სმკ" სამუშაოებს დაიწყებს და შემდეგ გზის საფარს აღარ აღადგენს. მათი თქმით, თუ გზის საფარი დაზიანდება ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფების...
„ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტზე კომპანია „ხალი“ იმუშავებს. თბილისის მერიის ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა და გაიმარჯვა. ,,ხალი“ პროექტის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 53 ათას 985 ლარს მიიღებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
კომპანიამ გზის ამ მონაკვეთზე სრულყოფილი საველე მოკვლევით სამუშაოები უნდა ჩაატაროს და რეკონსტრუქცია-გაფართოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინოს.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობაც. ასევე უნდა დაიგეგმოს გზის საფარიდან წყლის აცილების ღონისძიებებიც.
ლაგუნა...
დედოფლისწყაროს გამგეობამ სტუმრების გამასპინძლებისთვის დახარჯული 43 ათასი ლარის მიზანშეწონილობა ვერ დაასაბუთა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.
უწყების ცნობით, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა
43.1 ათასი ლარი შეადგინა. კერძოდ, 2015 წელს გახარჯულია 21.7 ათასი, ხოლო 2016 წელს - 21.4 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახური წერს, რომ 2 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მუხლიდან სხვადასხვა მომსახურება შეისყიდა, კერძოდ, მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებთან...
ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015-2016 წლებში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.
უწყება მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა მისაღები შემოსავლები და თავისუფალი ნაშთის გამოყენება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრის...
კომპანია “სიტი პარკის“ ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კომპანიაში გამოეხმაურნენ თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მერიამ კომპანია „სიტი პარკს“ შესთავაზა შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე მომხდარიყო მსჯელობა.
“ოფიციალური წერილი შეხვედრაზე გადაბარებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ...
რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია ცენტრალურ მოედანზე გამართეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მძღოლების ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია "ინტერტრანსს" ყოველდღიურად 78 ლარს უხდიდნენ, ზამთარში კომპანიამ ეს გადასახადი 10 ლარით შეამცირა, ხოლო უკვე 3 დღეა, რაც ყოველდღიური გადასახადი 68 ლარიდან ისევ 78 ლარამდე გაიზარდა.
რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობას განაგრძობენ, თუმცა მომატებული თანხის გადახდას არ აპირებენ და...
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ის თეატრისწინ მდებარე კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა და მათგან პრობლემები მოისმინა. ლიფტები, სადარბაზოების კეთილმოწყობის საჭიროება, მიუსაფარი ძაღლები, დაზიანებული საბავშვო ატრაქციონი, გზებზე წყლის და კანალიზაციის მილების გაყვანის გამო შექმნილი რთული ვითარება და დისკომფორტი როგორც ქვეითებისთვის, ასევე მძღოლებისთვის, ეს ნაწილია საკითხების, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივებმა მერს მიმართეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
მათი თქმით, სადარბაზოებს არ აქვთ კარები, უპატრონო...
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ნარჩენების მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს „ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები“, აგრეთვე იმსჯელეს „საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემის მდგომარეობაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ახალი ფრაქცია „ევროპული საქართველო“. შესაბამისი განცხადებით, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას დეპუტატმა ბათლომე შელიამ მიმართა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
შელიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე თავად არის, მისი მოადგილე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გელა თოლორაია იქნება. ფრაქციაში მესამე წევრი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი ღურწკაიაა.
ბათლომე შელიას თქმით, გელა თოლორაია ფრაქციაში გაწევრიანების პარალელურად გახდა პარტია „ევროპული საქართველოს“...
გორის საბავშვო ბაღების დირექტორებსა და პედაგოგებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორში მოქმედი რამდენიმე საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა მიაწოდეს.
მათი თქმით, განცხადებების დაწერის დირექტივა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსაგან მიიღეს. მოტივი კი მიმდინარე რეორგანიზაციით აუხსნეს.
საბავშო ბაღების პედაგოგები ამბობენ, რომ რეორგანიზაციით, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო, სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას ცდილობს.
სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ადასტურებს, რომ...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია არსებობს. მათგან ოთხის თავმჯდომარე კაცია. კომისიების განახლებული შემადგენლობა დეპუტატებმა 9 მარტის სესიაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
დღევანდელი მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































