რუსთავში მირკოავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

673

რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია ცენტრალურ მოედანზე გამართეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი”  ავრცელებს.

მძღოლების ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია “ინტერტრანსს” ყოველდღიურად 78 ლარს უხდიდნენ, ზამთარში კომპანიამ ეს გადასახადი 10 ლარით შეამცირა, ხოლო უკვე 3 დღეა, რაც ყოველდღიური გადასახადი 68 ლარიდან ისევ 78 ლარამდე გაიზარდა.

რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობას განაგრძობენ, თუმცა მომატებული თანხის გადახდას არ აპირებენ და კვლავ შემცირებული ტარიფის დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანია “ინტერტრანსში” საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.