სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ნარჩენების მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს „ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები“, აგრეთვე იმსჯელეს „საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემის მდგომარეობაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.
შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგონული პროექტების კოორდინირების უფროსი, ნუგზარ გაბელია, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები.