ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორს სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევენ

578

ქუთაისში გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორის “სმკ”-ს წარმომადგენლებს მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, 2 წლის წინ შეიცვლა წყლის მილები, ახლა კი ახალი თურქული კომპანია გზის საფარს აზიანებს და ისევ მილების შეცვლს აპირებს.

მოსახლეობა შიშობს, რომ სხვა ქუჩების მსგავსად, “სმკ” სამუშაოებს დაიწყებს და შემდეგ გზის საფარს აღარ აღადგენს. მათი თქმით, თუ გზის საფარი დაზიანდება ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფების კი ვერ ავლენ.

ადგილზე იყვნენ კომპანია “სმკ” – წარმომადგენლები. მათი თქმით, გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყლის მილები დაზიანებულია და ამ მიზეზით იცვლება. ამ დროისთვის ქუჩაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.