წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ბათუმის მერიაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები. უწყება ამბობს, რომ დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების (კონსოლიდირებული ტენდერების გარეშე) 54.1% მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, უმეტეს შემთხვევაში, არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ შემცირდა.
"ტენდერებზე კონკურენციის არარსებობა მნიშვნელოვანი რისკის შემცველია შემსყიდველ ორგანიზაციებში ბაზრის ეფექტური კვლევის პრობლემის გათვალისწინებით", - წერს სახელმწიფო აუდიტი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით მთლიანად მომარაგდება ალის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები; ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი, მცხეთიჯვარი.
ფლევის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები; დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ტკოცა, ნაცარგორა.
წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები; ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ტიტვინისწყარო და...
სოფელ მეტეხის საბავშო ბაღის 60 აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა და მომსახურე პერსონალმა ახალმოსახლეობა იზეიმა. ყოფილი საბავშო ბაღის შენობა შეუსაბამო იყო იმ მოთხოვნილებებთან, რაც სკოლამდელი დაწესებულებისთვისაა საჭირო. ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, ბაღში აღსაზრდელთა ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ სამი პედაგოგი, სამი ძიძა და დამხმარე პერსონალი ემსახურება. ორსართულიან შენობაში შექმნილია ყველა სათანადო პირობა, აქვს ეზო, სადაც განთავსებულია ბავშვთა გასართობი საშუალებები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურული მარშუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს ორგანიზებით და მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, იწყებს განაცხადების მიღებას კულტურული მარშუტების დაგეგმვასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პროექტში ჩართვის მსურველ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს დაწვრილებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებგვერდზე: www.culturalroutes.gov.ge, აქვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეავსოთ განაცხადის ფორმაც.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ასპინძის მუნიციპალიტეტის...
კასპის მერია სოფელ სასირეთში გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას აპირებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდება, თუ რა დაჯდება აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტება" - აცხადებენ კასპის მერიაში. სახლ-მუზეუმი, გორი-მცხეთის საავტომობილო გზიდან, 850 მ მანძილითაა დაშორებული.
გიორგი მაზნიაშვილი სოფელ სასირეთში 1870 წლის 15 მარტს (ახალი სტილით 6 აპრილს) დაიბადა. გენერალი, საფრანგეთის ემიგრაციიდან...
თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დასუფთავების სამუშაოების შემდეგ სრულად გაიწმინდება პარკის ტერიტორია ზამთრის ნარჩენებისგან, გამხმარი ტოტებისა და ფოთლებისგან.
ზოოპარკის ყოფილმა თანამშრომელმა ხელმძღვანელს სასამართლო დავა მოუგო. გადაწყვეტილების თანახმად ალექსანდრე თევზაძე ვალდებულია ამირან მურვანიძე სამსახურში აღადგინოს და დაახლოებით 1 წლის ხელფასი აუნაზღაუროს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
თევზაძე მურვანიძის გათავისუფლების მიზეზად გულგრილობას ასახელებდა, იგი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
https://www.youtube.com/watch?v=GwyLXbsNBsE&feature=youtu.be
შეგახსენებთ, ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო პერიოდში 50-მდე ცხოველი დაიღუპა.
წინა სტატია
კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დედაქალაქში ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სესიაზე გასატანად მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება - დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებები საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ განისაზღვრება ტაქსით...
ზუგდიდის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიცია გავრცელდა. პეტიციის ავტორი ზუგდიდის მცხოვრები ეგნატე შამუგიაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს საზოგადოება "ზუგდიდელთან" თანამშრომლობის გაწყვეტას სთხოვს. ამის მიზეზი კი, როგორც შამუგია აცხადებს, ის არის, რომ ორგანიზაცია პრორუსულ განწყობებს ავრცელებს და, ამასთან, მისი წევრები ხშირად აკეთებენ ჰომოფობიურ განცხადებებს.
როგორც შამუგია აცხადებს, პეტიციის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოება "ზუგდიდელის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კომუნისტური პარტიის...
პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელმაც საკომიტეტო მოსმენები უკვე გაირა და რომლის პლენარულ სხდომაზე განხილვა იგეგმება, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში,...
დარგობრივ კომიტეტში სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე იმსჯელეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ შესახებ კოდექსზე იმსჯელეს. კომიტეტის წევრებმა საკითხს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე იყო. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, დასრულების ფაზაში შევიდა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსზე მუშაობის რამდენიმეწლიანი პროცესი.
”ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებას მშენებლობის თემებთან დაკავშირებით აწუხებდა, კოდექსში ასახულია. კოდექსის...
ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
ეპარქიის მღველმთავრის აბბა ალავერდელის ინფორმაციით, ისტორიული ცნობებით და სამუშაოების პირველივე ეტაპიდან ნათლად ჩანს, რომ ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
"ნივთიერი მტკიცებულებებით შეივსება წერილობით ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია ძველი შუამთაის მონასტრის შესახებ. აქ აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსის განლაგების ნახვით ,ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდება ახალი...
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ვაშაკიძე შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დირექტორის მოვალეობას რომელიმე თანამშრომელი შეასრულეს, შემდგომ გამოცხადდება კონკურსი და კონკურსით შეირჩევა ახალი ხელმძღვანელი.
თავად ბადრი ვაშაკიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ბადრი ვაშაკიძე განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელად რამდენიმე წლის წინ დაინიშნა.
აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან გეგმავს. ერთთვიანი აქტიური სწავლებისას სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტების მართველი გუნდი, ტექნიკური მენეჯერები და სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფოს პოლიტიკა შრომის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელია ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულიფურში ფერმერებთან შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისიწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მავნებელთან ბრძოლა მარტივი არ იქნება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია.
პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ,,ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს.
ამ ეტაპზე ძველ ხიდზე როგორც ქვეითი, ასევე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული არ არის, ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, მოხდება მისი დემონტაჟი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































