თიანეთის კულტურის პარკს ასუფთავებენ

717

თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დასუფთავების სამუშაოების შემდეგ სრულად გაიწმინდება პარკის ტერიტორია ზამთრის ნარჩენებისგან, გამხმარი ტოტებისა და ფოთლებისგან.