გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელია ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულიფურში ფერმერებთან შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისიწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მავნებელთან ბრძოლა მარტივი არ იქნება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა დროულად მოხდეს მავნებლის გავრცელების რეგულირება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ყველა რესურსია მობილიზებული, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. გახსნილია საკოორდინაციო შტაბები, მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ე.წ. დამჭერის, ფერომონის განთავსება მოხდება.
ფერმერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები