ასპინძის კულტურული მარშრუტების დაგეგმვაზე კულტურის სამინისტრო განცხადებების მიღებას იწყებს

872

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურული მარშუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს ორგანიზებით და მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, იწყებს განაცხადების მიღებას კულტურული მარშუტების დაგეგმვასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ პროექტში ჩართვის მსურველ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს დაწვრილებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებგვერდზე: www.culturalroutes.gov.ge, აქვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეავსოთ განაცხადის ფორმაც.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების , სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურს.