ხაშურის სოფლები გაზიფიცირდება

1349

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით მთლიანად მომარაგდება ალის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები; ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი, მცხეთიჯვარი.

ფლევის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები; დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ტკოცა, ნაცარგორა.

წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები; ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ტიტვინისწყარო და წეღვერი.

სამუშაოებს, რომლების შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ხორციელდება, სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მერიის ზედამხედველობის სამსახური, რათა გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელებისას მოსახლეობის ინტერესები და პროექტირების სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული და გათვალისწინებული.

აღნიშნული პროექტით 7000 მდე მოსახლე ისარგებლებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის გაზიფიცირება.