გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის კომპანიის კუთვნილ ტექნიკას ორიგინალური ნახატები და ფოტოები ამშვენებს. ერთ-ერთ ტრაქტორში გიორგი სააკაძის სურათი დევს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის სპეციალურად აზერბაიჯანულ სოფელში მუშაობის დროს, მათმა თანამშრომელმა მიაკრა. ,,კასპის რაიონში ვმუშაობდით. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში მოგვიწია ყოფნა. ჰო და, იმათ დასანახავად გავაკეთეთ,“ - გვითხრა სამუშაოების ზედამხედველმა. იმავე ტრაქტორზე მტაცებელი ფრინველების ფოტოებია მიკრული. ...
შუახევის მერია, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახებს,  რომლებსაც საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაუზიანდათ,  ხის სახლებს უყიდის. შუახევის მერიაში ბენეფიციართა განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ერთი სახლის შესაძენად  მაქსიმუმ 10 000 ლარია გათვალისწინებული. საცხოვრებლის გადასატანად ოჯახებს მერია დამატებით თანხას ჩაურიცხავს. https://www.youtube.com/watch?v=dSkcfPq0-ys&feature=youtu.be პროგრამაში ჩასართავად თვითმმართველობას გასულ წელს 46-მა ბენეფიციარმა მიმართა, მათგან 12 დაკმაყოფილდა. წელს ამ პროგრამისათვის ბიუჯეტში 100 ათასი ლარია...
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრად გაზეთ "გურია ნიუსის" ხელმძღვანელი, ია მამალაძე აირჩიონ. "ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით...
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის – RDFG და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას "ევროკავშირი საქართველოსთვის" ავრცელებს. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის: ...
ქუთაისში, თამარ მეფის #10-ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი სართულის დემონტაჟი მოხდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერია პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს და სართულების დემონტაჟს მოითხოვს. ინფორმაციას "ნიუპრესი"ავრცელებს. "კომპანიას მიეცა გაფრთხილება, მოეხდინა ტერასული სართულების დემონტაჟი, ჩვენი გაფრთხილების საფუძველზე, ნებაყოფლობითი დემონტაჟის ვადა ამ თვის ბოლოს გადის, თუ არ მოახდენენ დემონტაჟს, საქმე გადაცემული აქვს აღსრულების ბიუროს და ისინი მოახდენენ დემონტაჟს....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქალაქე ეგნატე შამუგიას,საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნაზე პასუხობს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ვერ შეწყვეტს, თუმცა ამ მოთხოვნით ხელმოწერილ პეტიციას განიხილავს.ინფომაცაის "ლაივპრესი" ავრცელებს. „ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენ მასთან ვმართავთ შეხვედრებს, ისევე როგოც სხვა ორგანიზაციებთან. საკრებულოს კარი ვერ ჩაიკეტება ვერც „ზუგდიდელებისთვის“ და ვერც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ ამ მოთხოვნით შემოიტანა პეტიცია,...
გორში სამებისა და ნინოშვილის ქუჩებზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „2018 წელს გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამებისა და ნინოშვილის ქუჩების რეაბილიტაციით დაიწყო. მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით ჯამში 24 ქუჩა კეთილმოეწყობა. მალე დაიწყება სადგურის დასახლებაში დარჩენილი 4 ქუჩის მოწესრიგებაც. ამ უბანში აღნიშნული ქუჩების რებილიტაციასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწერიგებაც სრულდება.“ - აღნიშნა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას კონსტანტინე თავზარაშვილმა. პროექტების მიხედვით იგეგმება...
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად სხვადასხვა სახის აქტივობას და პროექტს განახორციელებს. თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის აუცილებელია მოქალაქეთა გააქტიურება. "მოქალაქეთა გააქტიურება და მათი ჩართვა ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებაში მნიშვნელოვანია. ამ მიზნით ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას და პროექტის განხორციელებას, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას გაზრდას შეუწყობს ხელს. ამიტომ შევხვდი საზოგადოებას და ჩავაბარე მუშაობის 100 დღის ანგარიში. გვინდა,...
2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით და „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით, 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით დამტკიცებული არ არის. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სამსახური ხელმძღვანელობს...
წინა სტატია ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სიტი პარკის გენერალურ დირექტორს ბენიამინ ლაჰავის შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ შპს ,,სიტი პარკთან’’ ხელშეკრულების გაწყვეტის თემას ირაკლი ლექვინაძე მუმდივ მონიტორინგს უწევს. „ერთის მხრივ, ჩვენთვის ცნობილია, რომ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებულია არსებული ხელშეკრულების კომპანიის მხრიდან არაჯეროვან შესრულებასთან და...
სენაკის მუნიციპალიტეტსი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქალაქ სენაკში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები, გამსახურდიასა და თეფანიას ქუჩების კვეთაზე, შლამისა და ინერტული მასალისაგან, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და ფიზიკური საშუალებებით ხორციელდება. სამუშაოებს ასრულებენ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების ცენტრების თანამშრომლები.
ახალციხის სასამართლომ, მოპასუხე მხარის თხოვნით, გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განეხილა ‘ოცნების’ წევრების სარჩელი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” წევრები ოპოზიციონერი დეპუტატების იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, მათ საკრებულოში ორი ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება არ მიეცათ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მოპასუხე მხარემ სხდომის გადადების თხოვნა ერთ-ერთი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა, რაც მოსარჩელეებმა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად შეაფასეს. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი, რომლის ჯანმრთელობის...
ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხეთიჯვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება. ბეტონის გზით ცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს....
წინა სტატია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, "სითი ინსტიტუტ საქართველო" თბილისის მერიას მეტროს ახალი ხაზის განვითარებას, 10-მდე ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდის, 3 ჩქაროსნული სატრანსპორტო დერეფნისა და 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას, ასევე მტკვრის სანაპიროზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების გაშენებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ გენგეგმაშია საუბარი, რომელიც მერიას უკვე წარდგენილი აქვს და მისი საექსპერტო შეფასება მიმდინარეობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ჯგუფის ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის განცხადებით,...
ბათუმში ბარცხანაში, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით კი, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე დამონტაჟდა ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები ტროტუარზე. სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო. სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’-ფარგლებში, ცენტრი აღიჭურვა სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ