ირაკლი ლექვინაძე სიტი პარკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

882

წინა სტატია

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სიტი პარკის გენერალურ დირექტორს ბენიამინ ლაჰავის შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ შპს ,,სიტი პარკთან’’ ხელშეკრულების გაწყვეტის თემას ირაკლი ლექვინაძე მუმდივ მონიტორინგს უწევს.

„ერთის მხრივ, ჩვენთვის ცნობილია, რომ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებულია არსებული ხელშეკრულების კომპანიის მხრიდან არაჯეროვან შესრულებასთან და ამ სამართლებრივი პროცესის შესახებ კომპანიას ეცნობა. მეორეს მხრივ, ინვესტორთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას სჭირდება ღრმა სამართლებრივი არგუმენტაცია, ასევე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაბუთება იყოს გამჭვირვალე და არსებობდეს უფრო მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშოროსო ბიზნესსაზოგადოებასთან რომ არ შეიქმნას გაურკვევლობა და არასტაბილურობის განცდა თბილისის მერიასთან თუ სხვა სახელმწიფო უწყებებთან არასანდო პარტნიორობის შესახებ, რათა საბოლოო ჯამში ჩრდილი არ მიადგეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისი ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის და კანონიერების პრინციპით. ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესსუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობას.

ბიზნესომბუდსმენს ამ საქმით დაინტერესებით შპს „სითი პარკის“ ხელმძღვანელობამ 19 მარტს ღია წერილით მიმართა.