თელავის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად სხვადასხვა სახის აქტივობას და პროექტს განახორციელებს.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის აუცილებელია მოქალაქეთა გააქტიურება.
“მოქალაქეთა გააქტიურება და მათი ჩართვა ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებაში მნიშვნელოვანია. ამ მიზნით ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას და პროექტის განხორციელებას, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას გაზრდას შეუწყობს ხელს. ამიტომ შევხვდი საზოგადოებას და ჩავაბარე მუშაობის 100 დღის ანგარიში. გვინდა, ეს ერთჯერადი არ იყოს. ჩვენი ვალდებულებაა, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთვის გაკეთებული საქმიანობის და გაღებული ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწვდა”, – განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.