იოსებ მაკრახიძის კომპანიის მუშები აზერბაიჯანულ სოფელში გიორგი სააკაძის სურათით შევიდნენ

625

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის კომპანიის კუთვნილ ტექნიკას ორიგინალური ნახატები და ფოტოები ამშვენებს. ერთ-ერთ ტრაქტორში გიორგი სააკაძის სურათი დევს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის სპეციალურად აზერბაიჯანულ სოფელში მუშაობის დროს, მათმა თანამშრომელმა მიაკრა.

,,კასპის რაიონში ვმუშაობდით. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში მოგვიწია ყოფნა. ჰო და, იმათ დასანახავად გავაკეთეთ,“ – გვითხრა სამუშაოების ზედამხედველმა. იმავე ტრაქტორზე მტაცებელი ფრინველების ფოტოებია მიკრული.  სატვირთო მანქანაზე კი, მგლის თავია გამოსახული.

,,ჩვენი კომპანიის ტექნიკა ყველაზე მაგარია, არა მარტო, რეგიონში, არამედ საქართველოში. მგლები ვართ“ – ამბობენ მუშები.

მართლაც, კომპანია ,,იბოლია“ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კომპანიად ითვლება რეგიონში. ჯერ კიდევ, 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში, რომელიც გორის გამგეობისთის სპეციალისტებმა შეუდგინეს, პირველ ადგილზე ,,იბოლია“ გაიყვანეს.