ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხეთიჯვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება.
ბეტონის გზით ცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება, 264 380 ლარს შეადგენს.