ეროვნული სატყეო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილიდან, იწყებს ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდება (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით).
დაზიანებულ ფართობებზე, ასევე, ხდება ალტერნატიული ბრძოლის მეთოდის, ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენების გამოცდაც.
ასევე...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ა(ა)იპ-ებშიც მუშაობენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა უსამართლოა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
"ა(ა)იპ-ებში მოხდა რეორგანიზაცია და ,,ქართული ოცნება“გვპირდებოდა, რომ მეტი ადგილი გათავისუფლდებოდა“, - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვასილისა ჯაბახიძე.
ჯაბახიძის თქმით, ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა უსამართლოა და ის კონკრეტული ადამიანების ინტერესზეა მორგებული. მისი განცხადებით, დეპუტატი ავთანდილ შოშიაშვილი გორის კრივის სკოლას ხელმძღვანელობს, სადაც მწვრთნელად შვილი...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები გაშენდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მსხალი, ვაშლი, გარგარი, ჟოლო ხეხილის და კენკრის ეს კულტურები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში თითქმის 60 ჰეტქარზე შპს "ჯეონათს კომპანიმ" გაააშენა, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძეა.
ამ ტიპის და მოცულობის ხეხილის ბაღი, რომლის გაშენებაში მილიონ ნახევრი ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო საქართველოში ერთადერთია.
კომპანიის დირექტორის რევაზ ჩიტიძის თქმით პრეოქტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარს...
ვაკის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, ფიტნეს ზონები ექვს მისამართზე მოაწყო: ქობულეთის N17-ში, წყნეთის N1-ში, ხაბეიშვილის N3-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსის მიმდებარედ, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის II კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარე შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში უკვე მოეწყო. ინფორმაციას ვაკის გამგეობა ავრცელებს.
„ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს...
წინა სტატია
ბორჯომში საკრებულოს მოქმედი თავმდჯომარე ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს. 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ჩაჩანიძე საკრებულოს თავმჯდომარე აღარ არის.
სხდომას 21 დეპუტატი ესწრება და მას თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვება. სხდომას არ ესწრება 'ნაციონალური მოძრაობის' ორი, 'ლეიბორისტების' ერთი, 'ევროპელების' ერთი და 'პატრიოტთა ალიანსის' ორი დეპუტატი. ასევე, სხდომაზე არ არის საკრებულოს თავჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
https://www.youtube.com/watch?v=dhFVyLAhNsQ&feature=youtu.be
დღესვე საკრებულოში კიდევ ორ საკითხს განიხილავენ – მერიის თანამშრომელთა საშტატო...
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოში სხდომა დაიწყო, თუმცა სხდომაში არ მონაწილეობენ: ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტების დეპუტატები. სხდომას ასევე არ ესწრება პატრიოტთა ალიანსის სამი წევრი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ბორჯომის საკრებულოს შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე მოხდა.
დღის წესრიგში 3 ძირითადი საკითხია – საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენება, საშტატო ნუსხის დამტკიცება და ქართული...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს საუკეთესო ესეების გამოსავლენად თემაზე: „ჩემი პროფესია“. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კონკურსი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართულობას, რათა აირჩიონ შესაფერისი პროფესია და სწორად დაგეგმონ მომავალი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.
ესეს ბოლოს სრულად უნდა ჰქონდეს მითითებული ქალაქი, სოფელი, სკოლა, კლასი, ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ.მისამართი.
საკონტაქტო...
წინა სტატია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ზაზა გაბუნიას თქმით, რეგიონული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფონდის რესურსის კონკრეტული კომპონენტების დასაფინანსებლად მიმართვა. მისი თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა...
ბათუმში ავტოსაწარმოს მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძემ ჩინეთში ვიზიტისას განცხადა. მიხი თქმით, შედგა მოლაპარაკებები აჭარაში ისეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელების შესახებ, როგორიცაა ბათუმში ჩინურ-ქართული ერთობლივი ავტოსაწარმოს გახსნა.
"აჭარის მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს, ხელი შეუწყოს ქართულ-ჩინური პროექტის წარმატებულ საქმიანობას აჭარის რეგიონში. ვფიქრობთ, ეს იქნება უცხოური ინვესტირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური პროფილის დივერსიფიცირებას და...
ბათუმში „ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
„ვისოლ“ ჯგუფის შვილობილი კომპანია „ალმა“ ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები ზოგიერთ ადგილზე მთლიანად ჩაკეტილია. ამასთან, ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა.
ინფორმაციის გასარკვევად "ბათუმელებმა" მერიას მიმართა, თუმცა, მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
სტატიის სრულად სანახავად იხილეთ ბმული.
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოს შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე მოხდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ვითარების გართულებისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციელები ბორჯომის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე განათავსეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარება.
სხდომა 12 საათზე დაიწყება. დღის წესრიგში 3 ძირითადი საკითხია - საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა...
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისში, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. მისივე თქმით, 2017 წელს ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისში პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა. ინფორმაციას top.news.ge ავრცელებს.
"თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ტურიზმის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევა უახლოესი წლების განმავლობაში ფოკუსირებული იქნება ორ მთავარ მიმართულებაზე:
1. მოვიზიდოთ ქალაქში რაც...
წინა სტატია
თბილისის მერმა, კახი კალაძემ დედაქალაქის გენერალური განვითარების გენგეგმის შესახებ გადაცემაში "პირისპირ" ისაუბრა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"როდესაც მე საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, მაშინაც აღვნიშნავდი, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა ამ დოკუმენტის მიღება და მომეცა თუ არა ამის უფლებამოსილება, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით.
ხელშეკრულება, რომელიც ქალაქის წინა მთავრობის პირობებში გაფორმდა, გულისხმობდა, რომ 18 თვისს ვადაში გეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტს" უნდა წარმოედგინა გამზადებული დოკუმენტი, თუმცა...
თბილისში, ლისზე, განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდება, - ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ლისის ერთ ნაწილში განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს, რის გამოც პროცესის ცოტა ხნით შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში გადაყვანა გადაწყვიტა.
კალაძის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მან ურბანულ საქალაქო სამსახურს დაავალა, შეიმუშაოს განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი...
თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური 80 ვაკანსიაზე კონკურსს გამოაცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძე მიმართავს მოქალაქეებს, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
მისი თქმით, იგეგმება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სრული რეფორმირება იმისათვის, რომ ამ უწყების საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის ფორმები და ზედამხედველობის მექანიზმები.
კალაძემ, ასევე, თქვა, რომ ზედამხედველობის...
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოს წევრების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიცია, საკრებულოს სხდომის პარალელურად, პროვოკაციას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს 15-მა წევრმა სპეციალური განცხადება დღის ბოლოს გაავრცელა. წარმომადგენლობითი ორგანოს ადრესატები პოლიტიკური წრეები და საზოგადოებაა.
"ბორჯომის საკრებულოს დეპუტატთა მიმართვა პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისადმი! ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, ვემზადებით 2018 წლის 28 მარტს დაგეგმილი სხდომისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები აპირებენ ბორჯომში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































