ბათუმში ავტოსაწარმოს მშენებლობა იგეგმება

637

ბათუმში ავტოსაწარმოს მშენებლობა იგეგმება.  ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძემ ჩინეთში ვიზიტისას განცხადა. მიხი თქმით, შედგა მოლაპარაკებები აჭარაში ისეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელების შესახებ, როგორიცაა ბათუმში ჩინურ-ქართული ერთობლივი ავტოსაწარმოს გახსნა.

“აჭარის მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს, ხელი შეუწყოს ქართულ-ჩინური პროექტის წარმატებულ საქმიანობას აჭარის რეგიონში. ვფიქრობთ, ეს იქნება უცხოური ინვესტირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური პროფილის დივერსიფიცირებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, მსგავსი ინვესტიციის განხორციელება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საქმეში”, – აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით კი, ბათუმში აქტიურად გრძელდება ურბანული ტრანსპორტის განვითარებისა და ავტოპარკის განახლების პროცესი. მისი ინფორმაციით, ახალი ელექტროავტომობილების ქარხნის გახსნა საშუალებას მისცემს ურბანული ტრანსპორტის სისტემას, გადავიდეს ალტერნატიული ენერგიის წყაროზე და გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.

საავტომობილო კომპანიამ “სიანინგ ჯიუშოუმ” ავტობუსების წარმოება 1992 წელს დაიწყო. მის სახელს მინივენების და ელექტროავტომობილების გამოშვება უკავშირდება.