ვაკის რაიონში ექვს მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო

823

ვაკის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, ფიტნეს ზონები ექვს მისამართზე მოაწყო: ქობულეთის N17-ში, წყნეთის N1-ში, ხაბეიშვილის N3-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსის მიმდებარედ, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის II კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარე შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში უკვე მოეწყო. ინფორმაციას ვაკის გამგეობა ავრცელებს.

„ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს შორის. ამისთვის სპორტულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ვატარებთ და ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ვცდილობთ. რამდენიმე წლის წინ სკვერებში და შიდა ეზოებში გადახურული ფიტნეს ზონების მოწყობა დავიწყეთ. ეს მოედნები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ბავშვებში. გასულ წელს ფიტნეს ზონები 17 მისამართზე, მიმდინარე წელს კი, უკვე ექვს მისამართზე მოეწყო“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. თითოეულ ფიტნეს ზონაში, გადახურულ სივრცეში ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.