წინა სტატია
კუს ტბის შევსებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით ტენდერი არ შედგა. კვლევის ჩატარებისთვის თბილისის მერია 80 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავდა. თუმცა, ტენდერში არც ერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გამარჯვებულ კომპანიას კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიის გეოეკოლოგიური კვლევა უნდა ჩაეტარებინა, წყალმომარაგების დეფიციტის შევსების ალტერნატიული წყაროები მოიძიებინა და ამ წყაროდან წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოს საპროექტო დოკუმენტაცია შეედგინა.
კუს ტბა მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე,...
ქუთაისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩაინგრა. საცხოვრისის მობინადრის თქმით, სამი წლის ბავშვი აბაზანაში იყო, რა დროსაც ხმა გაიგონა, შევიდა და ჭერი ჩამოშლილი დახვდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია, უხარისხოდ არის აშენებული და ადგილზე ცხოვრება გაუსაძლისია.
შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისში უსახლკაროები 2017 წლის სექტემბერში შეასახლეს.
რუსთავში გამართულ საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკურ აქტივობასა და შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა ჯამში დაახლოებით 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 151 300 000 ლარია. რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 401 კმ გზას - 70 500 000 ლარი. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე საბავშვო ბაღს -8 400 000...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, კომპანია “სიტი პარკის“ თანამშრომლები მიიღოს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანია “სიტი პარკისგან“ იმ ადამიანების სიას და რაოდენობას ელოდება, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და სამუშაოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეუერთდებიან.
ამასთან, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ისინი სხვა მხრივ, როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.
“ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის...
გუშინ თელავში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საქალაქო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ილაპარაკა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია რეგიონისთვის. კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი" - თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: ,,რედისონი წინანდალი“, ,,ჰოლიდეი ინი თელავი“.
მისივე თქმით, 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები ,,გოლდენ ტიულიფი“ და ,,ვილა...
"ქართულმა ოცნებამ" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის მერი შოთა ნარეკლიშვილი აირჩია. ღონისძიებაში პარტიის 300 დელეგატი მონაწილეობდა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
შეგახნსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა თელავის თეატრში გამართა.
წინა სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს, რომელთაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
უფლებამოსილება შეჩერებული პირები არიან:
-არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი;
-ინფრასტრუქტურის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი;
-ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი.
„მიმდინარე წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გურჯაანის...
წინა სტატია
"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდება.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტთან დაკავშირებით ცვლილებები მოსალოდნენი არ არის. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, ცვლილებები სამუშაოების ვადებს შეიძლება შეეხოს.
"რაც შეეხება ცვლილებებს, შესყიდვების კომისია განიხილავს და შესაძლოა, მოხდეს ცვლილება მხოლოდ ვადებზე",-თქვეს მერიაში.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის სარეაბილიტაცუო სამუშაოებისათვის მ 444 996 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ გამოვლენილა.
ამასთან, სპეციალისტები ქუთაისის მერიას ხიდის რეაბილიტაციის...
წინა სტატია
თბილისში, მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ახალი ველობილიკის პროექტირებაზე ტენდერი მესამედ, გაზრდილი ფასით გამოცხადდა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
პირველი ტენდერით მომსახურების შესყიდვას მერია 31 860 ლარად გეგმავდა. განაცხადი შპს „გალათეამ“ შეიტანა (22 500 ლარი), თუმცა სატენდერო კომისიამ კომპანიის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე ტენდერში ფასი 40 ათასი ლარი იყო, თუმცა არცერთი განაცხადი არ დაფიქსირდა.
ახალი ტენდერით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 980 ლარია. განაცხადების მიღება...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წერს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში ცვლილებები ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში სახლების შემთხვევაში ეფექტიან ჩარევას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ის ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და აბრებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა მრავალბინიან კორპუსებს სახურავები ახადა. მოთხარა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები.
დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები, სახურავი ნაწილიბრივ გადაძვრა ნაგომრის ადმინისტრაციულ შენობას.
ძლიერი ქარის გამო დაზარალდნენ ქალაქის რამდენიმე ქუჩის...
"აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მივცეთ. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს" - ასე ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის დაანონსებული რეფორმა პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე. მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკას სწორედ ამ მიმართულებით...
"კომუნალური მთავრობა" - ასე ეძახიან ადგილობრივ თვითმმართველობას ბევრ ევროპულ ქვეყანაში, იქ, სადაც ის მართლაც განვითარებულია და ერთ კონკრეტულ დასახლებაში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების მოგვარებაზე ზრუნავს. ეს სახელწოდება ნათლად განსაზღვრავს, თუ რა არის თვითმმართველობის უმთავრესი არსი.
რა არის თვითმმართველობა? ეს არის ჩვენი, მოქალაქეების, უფლება და შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ჩვენ შეგვიძლია, თვითმმართველობის საშუალებით, გადავჭრათ კეთილმოწყობის, გზების, დასუფთავების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სხვა...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტებზე გადაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.
თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის...
მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, რომლის მშენებლობაც დაგეგმილია, წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საიმერლოში. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ორსართულიანი საბავშვო ბაღი ოთხ ჯგუფზე იქნება გათვლილი. საბავშვო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთხი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი, სამზარეულო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები.
მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსოები და სპორტულ/სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
მოგახსენებთ,...
დეცენტრალიზაციის საკითხები, ფორმები და სახეობები იყო მთავარი თემები შეხვედრისა, რომელიც დღეს, რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ექსპერტებთან გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით შედგა, რომელიც დეცენტრალიზაციის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვართ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც კონცეფციამ დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს. დღევანდელი შეხვედრა ექსპერტებთან ემსახურება სწორედ ამ მიზანს. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. ამ პროცესში ჩართული ვართ რამდენიმე სუბიექტი, საკანონმდებლო და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































