პრემიერი: ქვემო ქართლში 151 300 000 ლარის პროექტები შესრულდა

844

რუსთავში გამართულ საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკურ აქტივობასა და შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია  ავრცელებს.

“ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა ჯამში დაახლოებით 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 151 300 000 ლარია. რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 401 კმ გზას – 70 500 000 ლარი. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე საბავშვო ბაღს -8 400 000 ლარის ოდენობით. მხოლოდ გასული 3 წლის განმავლობაში აშენდა 9 საბავშვო ბაღი, მათ შორის: ქალაქ რუსთავში, მარნეულში სოფელ ალგეთში, სოფელ სადახლოში, წელს დასრულდება საბავშვო ბაღების მშენებლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილკილისსა და კოხტაში, გარდაბანში სოფელ ახალსოფელში და სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში და სოფელ ასურეთში. აღნიშნულ ბაღებს ჯამში 800-ზე მეტი ბავშვის მომსახურება შეუძლიათ” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეაბილიტირდა და სასმელი წყლის ახალი სისტემა გაკეთდა 278 სოფელში, რაზეც ჯამში 15 800 000 ლარი დაიხარჯა.