პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წერს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში ცვლილებები ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში სახლების შემთხვევაში ეფექტიან ჩარევას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ის ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და აბრებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ჯარიმის გაზრდა 50 ლარიდან 500 ლარამდე იგეგმება. განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა შესაძლოა, 2 000 ლარამდეც გაიზარდოს.