ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა მრავალბინიან კორპუსებს სახურავები ახადა. მოთხარა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები.
დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები, სახურავი ნაწილიბრივ გადაძვრა ნაგომრის ადმინისტრაციულ შენობას.
ძლიერი ქარის გამო დაზარალდნენ ქალაქის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები: ბესიკის, იაკობ შემოქმედელის, წულუკიძის და აღმაშენებლის ქუჩებზე.
მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.
სპეციალური კომისია ზარალის დათვლას დღეიდან შეუდგება.