თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 463 მიმდინარე 123 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “მდინარე მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 1077 ხმა აქვს.
როგორც პროექტის ავტორი, ბაკურ დარსალია განმარტავს:-"თბილისისთვის მტკვარი მნიშნველოვან სატრანსპორტო პოტენციალს ატარებს. მისი სათანადო...
წინა სტატია
ბათუმში ახალი ზოოპარკისთვის ადგილი საკრებულომ შეარჩია. ახალი ზოოპარკი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატატები აცხადებენ, რომ ზოოპარკის გადატანის ხარჯზე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხის გადატანით სამუშაოებს განახორციელებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში" იქმნება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას 13 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებენ. ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ თამარ კოდოშვილი სახელდება, რომელიც საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსიდან" შევიდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მის მოადგილედ მერაბ მახარაშვილი დაინიშნება, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელის სტატუსით სარგებლობს, თუმცა წინა მოწვევის საკრებულოში ის ოქრუაშვილის გუნდის წევრი იყო. მესამე წევრი ახალ ფრაქციაში კახა ედიშერაშვილი იქნება....
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერიის ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმაზე მუშაობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაუზიარონ მათ საკუთარი იდეები და ხედვები „რას გავაკეთებდი გურჯაანის ტურისტული განვითარებისთვის?"
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ მუნიციპალიტეტს ელ-ფოსტაზე: gurjaaniselfgovernment@gmail.com
ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან შეკითხვები აქვთ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ნაციონალების ფრაქციის თავმჯდომარის მირდატ ქამადაძის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის თანამშრომლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ.
"ბათუმის მერიაში დაანონსებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დღემდე თანამშრომლები, რომლებმაც ორი კვირაა არ იციან რა ბედი ეწევათ, მერიისგან პასუხს ვერ იღებენ....
წინა სტატია
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„სამუშაოების ფარგლებში არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება მოხდება. ამავე დროს, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება თარგების, გზების მორეცხვისა და დასუფთავების თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, წლებია ჩვენს დედაქალაქში არ მომხდარა. დავიწყეთ რუსთაველის გამზირიდან, დავფარავთ ყველა ცენტრალურ ქუჩას. პარალელურ რეჟიმში...
ზუგდიდში მესხიასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მინისტადიონს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დათა სოსელიას სახელი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვის საფუძველი მოსახლეობის ინიციატივა და წერილობით მომართვა გახდა.
„ამ ადამიანმა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას, სადაც 90-იან წლებში არაჯანსაღი ქმედებები ხდებოდა, მოახერხა და აუშენა ბავშვებს მინი სპორტული სტადიონი“, - განმარტა მან.
დათა სოსელია ზუგდიდის...
„სიტი პარკი“ თბილისის საპარკინგე სისტემას ჩამოშორებულია. კომპანიას ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდა. ფუნქციას ამიერიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახური შეასრულებს. უცვლელია პარკირების მოსაკრებელი და ჯარიმების ოდენობა. აკრძალულ ადგილზე გაჩერებულ ავტომობილებს საჭიროების შემთხვევაში ძველებურად გადაიყვანენ საჯარიმოზე, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
იგეგმება თუ არა პარკირების წესების დარღვევისთვის სანქციების გაზრდა, ამ და სხვა დეტალებზე "მაესტროს" ეთერში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ ისაუბრა.
"კონტროლიორს ექნება ჯარიმის გამოწერის უფლება. ის...
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ანგარიშში საქართველოშიც არის ლაპარაკი. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.
შეფასება 7 ქულიანი სისტემით ხდება, სადაც 1 საუკეთესო, 7 კი დაბალი მაჩვენებელია.
წინა სტატია
გორის საკრებულოს 13 აპრილის სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთი ფრაქციის შექმნაზე იმსჯელებენ. გაერთიანების შექმნას ამჯერად პატრიოტთა ალიანსის წევრი თამარ კოდოშვილი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე დეპუტატი მერაბ მახარაშვილი და ქართული ოცნების სიის წევრი კახა ედიშერაშვილი აპირებენ. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
კიდევ ერთი ფრაქციის შექმნა ადგილობრივ ბიუჯეტს თვეში დამატებით 3 440 ლარი დაუჯდება.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გორის საკრებულოში ყველაზე მრავალწევრიანი ფრაქციაა. აქ იდენტური პოლიტიკური ხედვის მქონე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ზუგდიდში ჭითაწყარის სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა კვლავ კომისიაში გაგრძელდება. საკითხზე საკრებულოს სხდომაზე ვერ შეთანხმდნენ. ერთიანი პოზიცია აღნიშნულზე არც უმრავლესობას ქონდა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ზოგიერთმა დეპუტატმა განმარტა, რომ მათ მოცემულ თემაზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ამიტომ საჭიროა მის მიზანშეწონილობასთან ერთად, კრიტერიუმებზეც იმსჯელონ თუ რის მიხედვით გადაწყდება პირის ამ ტერიტორიაზე დაკრძალვა.
ოპოზიცია ქალაქში მსგავსი სტატუსის მქონე სასაფლაოს...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერიის მიერ მწვანე კონცხზე საბაგირო ხაზის დემონტაჟისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას აპროტესტებს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიზერულ ფასად იმ მოტივით გადაეცა, რომ იქ დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩაიდებოდა, ამიტომ ქამადაძეს თვიმმართველობის მხრიდან თანხების ხარჯვა არამიზნობრივად მიაჩნია.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საბაგირო ხაზი მერიის საკუთრებაა და ის კერძოსთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაშიც რჩება....
წინა სტატია
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერს განმეორებით აცხადებს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად „მიმწოდებელი“ ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა 60 (სამოცი) ობიექტზე განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
წინადადებების მიღება 14 აპრილს იწყება და 17 აპრილს მთავრდება.
აღნიშნული მოთხოვნით ტენდერი მერიამ...
წინა სტატია
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ითამაშებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მერის ინიციატივას მიესალმებიან.
„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება....
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო არცევში სასმელი წყლის ჭაბურღილი გაიწმინდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ჭაბურღილი, რომელიც 70 მ სიღრმეზეა გაკეთებული, შლამითა არის დაფარული.
პროექტის მიხედვით კი, გამოიცვლება ტუმბო და გაირეცხება ჭაბურღილი.
მერიამ სამუშაოებისთვის 4 800 ლარი გამოყო.
ჭაბურღილის რეაბილიტაციას 20 დღე დასჭირდება.
კონკურსი კალიგრაფიაში ქუთაისში (ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 11 აპრილს, პირველ საჯარო სკოლაში 4 საათზე ჩატარდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, საქალაქო კონკურსი ქართული ენის დღეს ეძღვნება, სადაც მონაწილეობას ქუთაისის IX-XII კლასის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები მიიღებენ.
"მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს, რაც ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას გულისხმობს, კონკურსში გამოვლინდება პირველი, მეორე და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































