„რას გავაკეთებდი გურჯაანის ტურისტული განვითარებისთვის?”- გურჯაანის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტს იწყებს

578

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერიის ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმაზე მუშაობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაუზიარონ მათ საკუთარი იდეები და ხედვები „რას გავაკეთებდი გურჯაანის ტურისტული განვითარებისთვის?”

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ მუნიციპალიტეტს ელ-ფოსტაზე: gurjaaniselfgovernment@gmail.com