გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო არცევში სასმელი წყლის ჭაბურღილი გაიწმინდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ჭაბურღილი, რომელიც 70 მ სიღრმეზეა გაკეთებული, შლამითა არის დაფარული.
პროექტის მიხედვით კი, გამოიცვლება ტუმბო და გაირეცხება ჭაბურღილი.
მერიამ სამუშაოებისთვის 4 800 ლარი გამოყო.
ჭაბურღილის რეაბილიტაციას 20 დღე დასჭირდება.