ქუთაისის მერია სახლების გადახურვასთან დაკავშირებულ ტენდერს განმეორებით აცხადებს

867

წინა სტატია

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერს განმეორებით აცხადებს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

სატენდერო პირობების თანახმად „მიმწოდებელი“ ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა 60 (სამოცი) ობიექტზე განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

წინადადებების მიღება 14 აპრილს იწყება და 17 აპრილს მთავრდება.

აღნიშნული მოთხოვნით ტენდერი მერიამ გასულ თვეშიც გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა.